საქართველომ შესაძლოა, გაეროში ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად, UAE-ს კანდიდატს დაუჭიროს მხარი – Diplomat

zurab-pololikashvili

აქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს, – ინფორმაციას The Diplomat-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პოლოლიკაშვილის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა გეგმავს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს შეიხა ალ ნოვაისს დაუჭიროს მხარი.

The Diplomat-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE) შორის დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები