„საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც პოპულარიზაციას იმსახურებს“

kobakhidze batumis aeroportshi

საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა მკაფიო ხედვითა და სტაბილურობის შენარჩუნების იდეისადმი ერთგულებით, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ და ეს სხვადასხვა გლობალური ინდექსით დასტურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთავარი პრიორიტეტებია.

„საქართველო ლამაზი ქვეყანაა, რომელიც პოპულარიზაციას იმსახურებს. ძალიან ღია ქვეყანა ვართ ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის და ნებისმიერი სტუმრისთვის. მათ ყოველთვის მივესალმებით საქართველოში, იქნება ეს დასასვენებლად თუ ინვესტირებისთვის. მათ არა როგორც ტურისტებს ან ბიზნესმენებს ეპყრობიან, არამედ როგორც სტუმრებს და ეს ყოველთვის ასე იქნება. სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ჩვენ ამით ვამაყობთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print