საფეხმავლო ბილიკები ტურიზმს უფრო მიმზიდველს გახდის

joni kapanadze

საფეხმავლო ბილიკების განვითარება საქართველოს ტურისტულად მიმზიდველს გახდის. ამის შესახებ სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონი კაპანაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, საფეხმავლო ბილიკების გამოყენების მიმართულებით მოქალაქეების ცნობიერება უფრო და უფრო იზრდება.

ტექნიკური რეგლამენტი აწესრიგებს და ადგენს საქართველოში საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც უნდა მოინიშნოს ყველა ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც საქართველოში მოეწყობა. მსგავსი ტექნიკური რეგლამენტები აქვს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას. ამ რეგლამენტის მნიშვნელობა არის ის, რომ ტურისტები მარშრუტებზე უსაფრთხოდ გადაადგილდნენ და ქვეყანაში არსებობდეს ბილიკების მოწყობის ერთიანი სისტემა. 

აღნიშნულ რეგლამენტს ზედამხედველობას გაუწევს თავად დამკვეთი. ხშირ შემთხვევაში დამკვეთი სწორედ სახელმწიფო უწყებებია. როდესაც საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგებული და უსაფრთხოა და ამის შესახებ იწერება შეფასებები, ბუნებრივია, უჩნდებათ ადამიანებს სურვილი, რომ აღნიშნული მარშრუტები მოინახულონ. 

საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და შექმნა 2016 წლიდან დაიწყო. ამან, ბუნებრივია, გაზარდა ადგილობრივი ტურისტების ცნობიერება და ამ ყველაფერს იყენებენ. თუმცა კარგი იქნება, თუ ტურიზმის ფაკულტეტზე და ასევე, სკოლებში – სტუდენტებსა და მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებათ“, – განაცხადა ჯონი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი “საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები