სააღდგომოდ შიდა ფრენების რაოდენობა იზრდება

shida frenebi

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა  -14:45 საათზე. 

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური,  გაფრენა – 16:30  საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:45 საათზე. 

22 აპრილი: ნატახტარი -მესტია,  გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 14:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 17:45 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები