საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 51,11%-იანი ზრდა აჩვენეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50,1%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1914974 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 1928077 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-მაისში 2513565 მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში კი 2893274 მგზავრს.
2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1892220 მგზავრს მოემსახურა, რაც 13,3%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-მაისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.
2024 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1669628 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1245990 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მაისში კი 1485118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ თუ 2025 წლის 5 თვის მაჩვენებლებს 2019 წლის 5 თვესთან შევადარებთ, მგზავრთნაკადი 27,4%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 51,9%-ის დონეზეა.
2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის 141.9%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
2025 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 328744 მგზავრი გაატარა, რაც 39,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 96.5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 5 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234989 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 167294 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135926 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვარ-მაისში მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 129.8%-იანი ზრდა აჩვენა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 32%-იანი ზრდა
2019 წლის 5 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288626 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 502158 მგზავრს, 2024 წლის 5 თვეში 600166 მგზავრს, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 663236 მგზავრს.
avianews.ge