საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 63%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 530 546 მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2024 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 54%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის იანვართან შედარებით. მიმდინარე მაჩვენებლები 2022 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 131%-იან ზრდას აფიქსირებს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარში 325 050 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარში 229 311 მგზავრს, 2023 წლის იანვარში 343 906 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარში კი 469 766 მგზავრს მოემსახურა.
2025 წლის პირველი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 343 740 მგზავრს მოემსახურა, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვრის განმავლობაში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.
2024 წელს იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 287 637 მგზავრს, 2023 წლის იანვარში 230 653 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 166 826 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარში 252 176 მგზავრს მოემსახურა.
აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2025 წლის იანვარში 2019 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 36%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 106%-იანი ზრდა, ხოლო 2023 წლის იანვართან შედარებით 49%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 258%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2025 წლის იანვარში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 57 129 მგზავრი გაატარა, რაც 96%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 129%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით და 151%-ით მეტი 2022 წლის იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის იანვრის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 29 178 მგზავრს, 2023 წელს 24 912 მგზავრს, 2022 წლის იანვარში 22 794 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარში კი 15 973 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 128%-იანი ზრდა აჩვენა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში 2024 წლის იანვართან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 16%-ითაა შემცირებული. მიმდინარე მაჩვენებლები 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 49%-იანი ზრდა აჩვენებს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 227%-ია.
2019 წლის იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 55 895 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარში 739 049 მგზავრს, 2023 წლის იანვარში 85 508 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვრის განმავლობაში კი 151 939 მგზავრს. 2025 წლის იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 127 665 მგზავრს მოემსახურა.
avianews.ge