რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან

turistebi

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.  ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით  44.4%-ია (+23,677 ვიზიტი).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში  ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს  67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან  – 27%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები