რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას ადგილობრივი ტურისტები

adgilobrivi turistebi

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯი 2024 წელს 183.1 ლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, აქედან ყველაზე დიდი წილი – 35.7 პროცენტი საყიდლებზე მოდის.

ერძოდ, საქსტატის მონაცემებით საშუალო ხარჯი საყიდლებზე 65.4 ლარს შეადგენდა; 45.4 ლარი მოდიოდა სასმელსა და საკვებზე; 36.8 ლარი – ტრანსპორტზე; 9.6 ლარი – განთავსებაზე; 1.8 ლარი – გართობაზე.

მთლიანად კი 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობას, 300.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 7.9%-თ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.4%-ით და 183.1 ლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5 %-ით.

კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 354 800-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 638 700 ერთეული შეადგინა.

წყარო: bpn.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები