გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

რამდენი მგზავრი გადაიყვანა Azimuth-მა და Red Wings-მა?

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Azimuth, Red Wings,
Azimuth, Red Wings,

გასულ წელს, 4-წლიანი შეზღუდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ, Azimuth-მა და Red Wings-მა დაიწყო.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული ორი ავიაკომპანია გასულ წელს ჯამში 127 315 მგზავრს მოემსახურა, რაც საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების მიერ ჯამურად გადაყვანილი მგზავრების 3%-ია. უფრო დეტალურად, Azimuth-მა 89 804 მგზავრი გადაიყვანა, ხოლო Red Wings-მა 37 511. Azimuth-ი რეისებს თბილისის და ბათუმის, Red Wings-ი კი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ასრულებს.

რუსეთის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც, რომელიც გასულ წელს ჯამში 326 873 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ავიაკომპანიების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

2023 წელს, საქართველოს აეროპორტები რეკორდულ 6 013 995 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიებს შორის ლიდერი Wizz Air-ია, რომელიც ბაზრის 21%-იან წილს ფლობს და გასულ წელს 1 270 737 მგზავრი გადაიყვანა.

bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…