არლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 89 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
საკითხი განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა. კანონპროექტი ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხუთი ბუნების ძეგლის შექმნას ითვალისწინებს.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტში გამარტივდა და დაზუსტდა დებულებათა ნაწილი.


