ქუვეითიდან ვიზიტების რაოდენობა 48% ით გაიზარდა

Kuwait-

9 თვეში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ბაზრებიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები მკვეთრად გაიზარდა, ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„2024 წლის l-llI კვარტლის მდგომარეობით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 121,815 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +24.8%-ია.

იანვარი-სექტემბრის პერიოდში ყველაზე მეტი 77,567 ვიზიტი საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა, რაც 2023 წლის მონაცემებს +21.8%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის ქუვეითი 23,415 ვიზიტით, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +48.1%-ია“, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები