პირდაპირი ფრენებთან ერთად იზრდება ტურისტების რიცხვი

mariam-qvrivishvili

წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგად, ჩვენს ქვეყანას 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი წერს.

მისი განმარტებით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია.

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირდაპირი ფრენების მატებასთან ერთად, იზრდება ტურისტების წილი ჯამურ სტატისტიკაში – რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე ისახება.

გაზრდილია ტურისტული ნაკადები ახალი და ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან – გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და სხვა“, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები