პანდემიის შემდეგ ყველაზე სწრაფად MICE ტურიზმი გაიზარდა

lopota spa resort

“ლოპოტა სპა რეზორტისთვის” MICE ტურიზმი საკმაოდ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან”  სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს MICE ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებაზე  როგორც მარკეტინგული მიმართულებით, ისე ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. 

“ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა  საერთაშორისო გამოფენაში,სადაც რეალურად ბიზნეს ტურიზმის წარმომადგენლებს ვხვდებით. მოთხოვნა არის, თუმცა, მზარდი ტენდენციაა და ვფიქრობთ, რომ ამ სეგმენტს განვითარების პერსოექტივა აქვს. ჩვენთან MICE ტურიზმზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ჩვენი ლოკალური ბიზნეს სექტორი თავისთავად ქმნის ჩვენს საბაზისო ბიზნესს. ეს არ არის მხოლოდ და   მხოლოდ კომერციული სეგმენტი. აქ მოიაზრება სახელმწიფო, დიპლომატიური სეგმენტიც. ასევე არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციები. ლოპოტა არის ის ადგილი, სადაც ნებისმიერი ინდუსტრიის წარმომადგენელი სიამოვნებით გვსტუმრობს,”-აცხადებს ღლიღვაშვილი. 

“ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ყველაზე სწრაფად MICE ტურიზმი გაიზარდა. “პანდემიამდე რა სიტუაციაც იყო საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, შეიძლება ჯერ იქამდე ვერ მივედით, თუმცა, მიახლოებულები ვართ,”-აცხადებს ღლიღვაშვილი.

მაკა ღლიღვაშვილი ზაფხულის სეზონის მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიას მაღალი დატვირთულობის მოლოდინი აქვს. ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, დაინტერესება კი მაღალია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. ამ დროისთვის სასტუმროს 70%-მდეა დატვირთული. დამსვენებლებს შორის უმრავლესობა ადგილობრივი ტურისტია, თუმცა, დიდია ინტერესი ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან და ა.შ.

შეგახსენებთ, „ლოპოტა სპა რეზორტი” ბაზარზე  2008 წლიდან არის წარმოდგენილი.  ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია.  ამ დროისთვის “ლოპოტა სპა რეზორტი” ჯამში 311 სასტუმრო ნომერს მოიცავს. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები