მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები საქართველოში გიდებად ვერ დასაქმდებიან, ხოლო ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიმწოდებლებისთვის წლიურად 200 კვოტა განისაზღვრა.
აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოსცა.
ცნობისთვის, საქართველოში უცხოელების დასაქმების წესის ცვლილება, რომლის ნაწილიცაა აღნიშნული რეგულაცია, 1-ელი მარტიდან შედის ძალაში და განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს.


