მსოფლიოში პრემიუმ კლასის ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა  

premium class flights

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებით, პრემიუმ კლასის (ბიზნეს და პირველი კლასი) საერთაშორისო გადაზიდვები 2024 წელს 11.8%-ით გაიზარდა, ხოლო ეკონომ კლასის — 11.5%-ით.

2024 წელს საერთაშორისო პრემიუმ კლასის მგზავრების საერთო რაოდენობამ 116.9 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც საერთაშორისო მგზავრების საერთო რაოდენობის 6%-ს შეადგენს.

მოგზაურობის ზრდა პრემიუმ კლასში ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპა საერთაშორისო პრემიუმ მოგზაურობის უდიდეს ბაზრად რჩება, სადაც 2024 წელს 39.3 მილიონმა მგზავრმა იფრინა. თუმცა, ასეთი მოგზაურების ყველაზე დიდი წილი (14.7%) ახლო აღმოსავლეთზე მოდის.

რეგიონებს შორის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირდა (+22.8%), სადაც პრემიუმ კლასით 21 მილიონი მგზავრი იმოგზაურა.

რაც შეეხება ყველაზე დატვირთულ აეროპორტთა წყვილებს:

ევროპაში — ბარსელონა-პალმა დე მალიორკა, 2 მილიონი მგზავრით.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში — ჩეჯუდო-სეული, 13.2 მილიონი მგზავრით.
ლათინურ ამერიკაში — ბოგოტა-მედელინი, 3.8 მილიონი მგზავრით.
აფრიკაში — კეიპტაუნი-იოჰანესბურგი, 3.3 მილიონი მგზავრით.
ჩრდილოეთ ამერიკაში — ნიუ-იორკის ჯონ ფიცჯერალდ კენედის საერთაშორისო აეროპორტი-ლოს-ანჯელესი, 2.2 მილიონი მგზავრით.

ანგარიშის მიხედვით, Boeing 737 (ყველა მოდიფიკაცია) ყველაზე მოთხოვნადი ვიწროფუზელა თვითმფრინავია — 2024 წელს მან 10 მილიონი რეისი შეასრულა. მას მოსდევს Airbus A320 (7.9 მილიონი რეისი) და Airbus A321 (3.4 მილიონი რეისი).

აშშ მსოფლიოს უდიდეს საჰაერო გადაზიდვების ბაზრად რჩება: 876 მილიონი მგზავრით და წლიური ზრდით 5.2%. მეორე ადგილზეა ჩინეთი, 741 მილიონი მგზავრით, რაც 2023 წელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები