კომპანია Amadeus-ის კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოგზაურთა დაახლოებით 64% მზად არის გადაიხადოს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტისთვის, რომელიც მათთვის მოგზაურობის შესახებ საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს. აქედან, 17% მზად არის, ტურის საერთო ღირებულების 5%-მდე გადაიხადოს ამ სერვისისთვის.
კვლევა, სახელწოდებით „Connected Journeys: How Technology Will Transform Travel in the Next Decade“ („დაკავშირებული მოგზაურობები: როგორ შეცვლის ტექნოლოგიები მოგზაურობის სფეროს მომდევნო ათწლეულში“), ჩატარდა 9500 მოგზაურს შორის ჩინეთიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, სინგაპურიდან, ესპანეთიდან, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-დან.
მომხმარებლებმა ხელოვნური ინტელექტის მთავარ უპირატესობებად დაასახელეს:
- დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა (42%);
- პერსონალიზებული რეკომენდაციები (37%);
- ახალი მიმართულებების აღმოჩენა (36%).
გამოკითხულთა თითქმის 35%-მა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის წყალობით, მოგზაურობის გადაწყვეტილებებს უფრო მეტი თავდაჯერებულობით იღებენ.
რესპონდენტთა მეოთხედმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას არაზუსტი ან მოძველებული ინფორმაცია მიიღო.
კიდევ ერთმა მეოთხედმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიას არ შეუძლია მათი პირადი პრეფერენციების ამოცნობა.
„გენერაციული AI-ის გამოყენების სწრაფი ზრდა აჩვენებს, რომ მოგზაურები უფრო ინტელექტუალური და პერსონალიზებული სერვისისკენ ისწრაფვიან. მაგრამ ადამიანების მოლოდინები მაღალია და ინდუსტრია ერთობლივად უნდა მუშაობდეს მათ გასამართლებლად“, – მიიჩნევს დეციუს ვალმორბიდა, Amadeus-ის ტურიზმის პრეზიდენტი.
avianews.ge


