მოგზაურობა ათენში – გიორგი დვალაშვილთან ერთად

ateni

ათენში მოგზაურობას გეგმავ? – გაეცანი გიორგი დვალაშვილის რჩევებს და რეკომენდაციებს

მოგზაურობისა და ექსტრემის მოყვარულები, კარგად იცნობენ გეოგრაფიის დოქტორს, ასისტენტ-პროფესორს, გიორგი დვალაშვილს. იგი გეოგრაფია და ძალიან ბევრს მოგზაურობს, კი არ მოგზაურობს, – მოგზაურობით ცხოვრობს. 

ცოტა ხნის წინ, მოგზაურის გზამ, საბერძნეთამდე ჩაიყვანა. გიორგის ათენური ემოციები ფერადი და შთამბეჭდავია, თუმცა ვიდრე ღმერთების სამშობლოს მთავარ ქალაქში გვამოგზაურებს, გამოცდილი მოგზაურის რჩევებს და რეკომენდაციებს მოვუსმინოთ, რომელიც ექსკლუზიურად ესაუბრა პლატფორმა travelnews.ge – ს   

 როდის ვიმოგზაუროთ საბერძნეთში. როდისაა ათენის მოსანახულებლ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი?

საქართველოში, ძველთაგანვე იგრძნობოდა საბერძნეთის მძლავრი გავლენა. ქართულ-ბერძნული ურთიერთობის ისტორიული მეხსიერება, ქართველებისთვის ყოველთვის იყო საბერძნეთში მოგზაურობის განსაკუთრებული მიზეზი. ეს განცდა თანამედროვე ქართველებშიც არ განელებულია…

სამოგზაუროდ წასვლამდე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას, პირველ რიგში ავია ბილეთებს. მეტიც, ბილეთის საფასურს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ჩვენს შემთხვევაში, ყველაზე დაბალბიუჯეტური, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბილეთის საფასური აღმოჩნდა. ხელსაყრელი პერიოდია, ზამთრის სეზონიც, განსაკუთრებით იანვრის თვე, რადგან შობა-ახალი წლის დასვენების დღეები, ერთიორად ზრდის საკუთარი თავის განებივრების შანსს. 

საბერძნეთში ჩასვლა, სახმელეთო გზითაც შეგვიძლია, თუმცა ამ შემთხვევაში, გაცილებით დიდ დროსაც ვკარგავთ და ფიზიკურადაც არაკომფორტულია. 

ა უპირატესობა აქვს არატურისტულ სეზონზე მოგზაურობას?

საბერძნეთში, აქტიური ტურისტული სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდეა. შემდეგ, ვიზიტორების რაოდენობაც იკლებს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორების გათვალისწინებით, იანვრის თვე განსაკუთრებით კარგი არჩევანია.  ხელსაყრელია ტემპერატურაც – თოვლი თითქმის არ მიდის და წვიმაც იშვიათად იცის. 

არატურისტული სეზონზე ათენს ვიზიტორებიც ნაკლებად სტუმრობენ –  შესაბამისად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, არც რიგში დგომით კარგავ დროს და ფასსაც განახევრებულს იხდი, – მაგალითად, თუ აქტიურ ტურისტულ სეზონზე, მუზეუმების მოსანახულებლად, 120 ევროს გადახდა გიწევს, ამ დროს, ფასი განახევრებულია. ეს ფაქტორები, კიდევ უფრო ნაკლებ ბიუჯეტურს ხდის ათენში მოგზაურობას. 

ფასის სიმცირის გარდა, ხანგრძლივდება ტურისტულ ობიექტებზე ყოფნის დრო. თუ აქტიურ სეზონზე, მაღალი ტემპერატურის და გაუსაძლისი სიცხის გამო, ღირსშესანიშნაობები სამის ნახევარზე იკეტება, იანვარში, ზოგიერთ ტურისტულ ობიექტზე მათი დათვალიერებაც ექვსს საათამდე შეიძლება. ეს უპირატესობები, ჩვენი ჯგუფისთვის მისაღები აღმოჩნდა…

მოგზაურთა ნაწილი, ათენთან ერთად, საბერძნეთის კუნძულების მონახულებასაც გეგმავს. ჩემი რეკომენდაცია და რჩევა იქნება, ცალკე მოინახულონ ათენი და ცალკე დაგეგმონ კუნძულებზე ვიზიტი. ორივეს ერთად მიბმის შემთხვევაში, ათენის ტურსაც აკლდება დრო , ვერც კუნძულებთ  მოინახულებთ სრულად ორ დღეში. 

მეტრო, ავტობუსი თუ …

შესაძლოა ათენში ჩასულს მათზე იმდენი ინფორმაცია არ გქონდეს, რაც ადგილზე გვხვდება. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია აეროპორტი. ქალაქის ცენტრიდან აეროპორტი 50 კილომეტრითაა მოშორებული. ცენტრამდე უმჯობესია ავტობუსით ვიმგზავროთ, რომელიც ყოველ 15 წუთში გადის. ფასიც ხელმისაწვდომია – 5,5 ევრო ღირს. ამ ფასად ვერ შეძლებ მეტროთი გადაადგილებას. ფასიც ორმაგია და ლოდინის ინტერვალიც – 40-45 წუთი. ამ შემთხვევაში, ცენტრში მოსახვედრად, მეორე ხაზზე გადაჯდომაც დაგჭირდება. მეტრო პირველ საათამდე მუშაობს, ავტობუსით მგზავრობა კი 24 საათის მანძილზეა შესაძლებელი. გაცილებით ძვირია კერძო ტრანსპორტის დაქირავება.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

ფოტო: გიორგი დვალაშვილი

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები