მემორანდუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან 

ekaterine chubinashvili

TRAVELNEWS.GE-სა და ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია მხარს დაუჭერს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურისტული ბიზნესების პოპულარიზაციას და ლანჩხუთს მეტად ცნობადს გახდის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის.

ტურიზმის სექტორი დინამიკურად ვითარდება. ბევრი რეგიონი ან ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ წარმოდგენილი ბაზარზე. TRAVELNEWS.GE გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოს რეგიონები და ამ რეგიონებში მოქმედი ბიზესები, ან ტურისტული მიმართულებები გავხადოთ ცნობადი და უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ამ თემაზე ვისაუბრეთ TRAVELNEWS.GE-ს გუნდთან, რომელმაც ჩვენსთვის ახსნა, თუ როგორ შეუძლიათ დახმარება თქვენი მიზნების მიღწევაში.

– თქვენ გააფორმეთ მემორანდუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან. რატომ, არის მნიშვნელოვანი თქვენს შორის ურთიერთთანამშრომლობა? ზოგადად რა შეთავაზებები გაქვთ რეგიონებისა და ადგილობრივი ბიზნესებისთვის?

– დიახ, ჩვენ მართლაც გვაქვს ახალი და ამბიციური პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტთან. ჩვენი მთავარი მიზანია ლანჩხუთის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა და მისი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მემორანდუმის თანახმად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვთავაზობთ სრულფასოვან მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს მარკეტინგულ სტრატეგიებს, ღონისძიებების გაშუქებას და ინდივიდუალურ მიდგომას რეგიონის უნიკალური მახასიათებლების გამოსაყოფად.

– რა შესაძლებლობებს მიიღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ამ თანამშრომლობის შედეგად?

– პირველ რიგში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გლობალური ხილვადობა ჩვენი პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს ტურისტებს, ინვესტორებს და მოგზაურებს. ამას გარდა, ჩვენ ვთავაზობთ მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც მოიცავს 50%-დან 70%-მდე ფასდაკლებას მარკეტინგულ სტატიებზე, ასევე სოციალურ ქსელებში აქტიურ კამპანიებს, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას 300,000-დან 3 მილიონამდე მომხმარებელამდე.

– როგორ იქნება წარმოდგენილი ლანჩხუთის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო აუდიტორიისთვის?

– ჩვენ ვქმნით მრავალენოვან კონტენტს ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, რაც საშუალებას მისცემს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მივწვდეთ საერთაშორისო აუდიტორიას. ამასთანავე, ჩვენი პლატფორმა მიმართულია ინვესტორების მოზიდვაზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურიზმის პროექტებით. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური სარგებლის გაზრდას.

-რა როლი აქვს ღონისძიებების გაშუქებას ამ თანამშრომლობაში?

– ღონისძიებების გაშუქება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტარდება ფესტივალი, ტურისტული აქტივობა ან სხვა განსაკუთრებული ღონისძიება, ჩვენ დავეხმარებით მაქსიმალური აუდიტორიის მიღწევაში. ეს მოიცავს ღონისძიებების გაშუქებას ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე, რაც საშუალებას მისცემს რეგიონს მიაღწიოს საერთაშორისო აუდიტორიას.

– როგორ განსაზღვრავთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას და რა მიდგომებს იყენებთ მათ მისაღწევად?

– ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ პირებს, დამსაქმებლებს და ტურისტებს, რომლებიც ეძებენ ახალ მიმართულებებს და გამოცდილებებს, ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურიზმის პროექტებით, და მოგზაურებს, რომლებიც ეძებენ უნიკალურ ადგილებს და აქტივობებს. მათ მისაღწევად, ჩვენ ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და ვქმნით მრავალენოვან კონტენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივწვდეთ საერთაშორისო აუდიტორიას.

-რა არის თქვენი მარკეტინგული უპირატესობები და როგორ ხედავთ ROI-ს (ინვესტიციის უკუგებას) ამ პროექტში?

-ჩვენი მარკეტინგული უპირატესობები მოიცავს ყოველდღიური სიახლეების გავრცელებას 300,000-მდე მომხმარებელთან, სოლიდურ პარტნიორობას ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების საინფორმაციო მხარდაჭერით, და 2000+ პარტნიორს ტურიზმის სექტორში. რაც შეეხება ROI-ს, ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენი ინვესტიცია 300%-მდე უკუგებას მიიღებს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი სწრაფად გაიზრდება და მეტ ტურისტს მიიზიდავს.

გინდა აქციოთ თქვენი რეგიონი ტურიზმის ცენტრად?

დაგვიკავშირდი!

იყავი შემდეგი და მიეცი შენს რეგიონს ახალი შესაძლებლობები!

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები