მელიქიშვილზე ახალი სასტუმრო „აფიშა“ იხსნება

sastumro afisha

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „აფიშა“ 17 ოქტომბერს გაიხსნება. 

სასტუმროს მესაკუთრე კომპანია შპს „მელიქიშვილი ინნ“-ია, რომლის მფლობელებიც, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა მამაცაშვილი (50%) და ვახტანგ კარიჭაშვილი (50%) არიან. ისინი კომპანიის 50%-50%-იან წილებს ფლობენ. ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია. რეესტრის მიხედვით, კომპანიის ორივე მესაკუთრეს ორმაგი – რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე არსებული ახალი შენობის სიმაღლე პროექტის თანახმად 28.6 მ. -ია. მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა 10-სართულიანია, საიდანაც 8 სართული მიწის ზედაა, 2 სართული კი მიწის ქვედა. საპროექტო შენობის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ობიექტების (რესტორანი, სამზარეულო, ლაუნჯ-ბარი) განთავსება, ხოლო ზედა სართულებზე სასტუმროს ნომრები განთავსდება. ბოლო სართულზე განთავსდება ღია კაფე ტერასით.

შპს „მელიქიშვილი ინნ“-მდე სასტუმროს მშენებლობას Bolero & Company, უფრო ადრე კი ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა გეგმავდა. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე Bolero & Company სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის და თბილისის ცენტრში 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებს, თუმცა პროექტს მალევე მფლობელი კომპანია შეეცვალა და სასტუმროს მშენებლობის დასრულება შპს „მელიქიშვილი ინნ“-მა გადაიბარა.

commersant.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები