ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 28 სექტემბერს ტრადიციული დღესასწაული – ლანჩხუთობა – 2025 გაიმართება.
მუნიციპალიტეტის 16-ივე ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენს თავიანთ კუთხეს.

გამოფენილი იქნება სოფლის ნობათი – ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, მოხდება ჩურჩხელების ამოვლება, არყის გამოხდა, ყურძნის დაწურვა, „ბრინჯულას“, გურული ღვეზელის, ღვინის, თაფლის, ჩაის და ხილის დაგემოვნება.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა ეთნო კუთხე, საბავშვო სივრცე.
თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენს ადგილობრივი თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლი.
ლანჩხუთობას მრავალი სტუმარი დაესწრება – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ლანჩხუთელები.
