ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

Lanchkhutis Mkharettsodneobis Muzeumi

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1978 წელს , ხოლო 1998 წელს პირველად გაიხსნა. 

მუზეუმი ეწევა საგანმანათლებლო – საზოგადოებრივ საქმიანობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაშიც. 

მუზეუმში წარმოდგენილია რვა ათასამდე არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სახვითი ხელოვნების, ეთნოგრაფიული, ბუნების, ისტორიული ექსპონატი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი. აგრეთვე ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია, ანტიკური ხანის კერამიკა, IV საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, XI საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე, გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები.

მუზეუმში თქვენ დაგხვდებათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას და წევრ ემიგრანტთა ფოტო-მასალები.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print