მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულმა ერთეულებმა თავიანთი კუთხე მოწყვეს – გამოფენილი იყო სოფლის ნობათი: ხილი, ბოსტნეული, ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, ამოავლეს ჩურჩხელები, გამოხადეს არაყი, დაწურეს ყურძენი, გამოაცხვეს „ბრინჯულა“ და „გურული ღვეზელი“. გურული სამზარეულოს ზემოაღნიშნულ მარგალიტებთან ერთად მსურველებს შეეძლოთ ღვინისა და ხილის დაგემოვნება.

თავიანთ შემოქმედება წარმოადინეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე საბავშვო ჯგუფების შემსრულებლებმა.

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მოწვეულ სტუმრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრში გამოფენილი ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერეს. მოუსმინეს სახელოვნებო სკოლების აღსაზრდელთა შემოქმედებას.

ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ლანჩხუთის საპატიო მოქალაქეები დაასახელა: სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი), საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერი მიხეილ ბარამიძე, პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ კილაძე, ლანჩხუთის ,,გურიის“ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი თავაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტი ვაჟა ებრალიძე, ბიზნესმენი ლევან იოსელიანი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წლის საუკეთესო პედაგოგები სერთიფიკატებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდაში გაწეული წვლილისთვის.

„ლანჩხუთობა“ Dodona & West Fire; MIX2RA კონცერტით დასრულდა.
