როგორც უცხოელების, ასევე ქართველების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი კერძი ტრადიციული, ქალაქური ხინკალია, – ამის შესახებ “ხინკლის ფაბრიკის” გენერალურმა მენეჯერმა სოფო ბუქურმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.
გარდა ამისა, სოფო ბუქური აღნიშნავს, რომ “ხინკლის ფაბრიკის” შოკოლადის ხინკალსა და აჭარულ ხაჭაპურზე მოთხოვნა ძირითადად ქართველების მხრიდან არის.
“წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა 15%-ით გაიზარდა. ხინკლის ფაბრიკა პოპულარულია როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მომხმარებლისთვის , და ეს დიდ წილად დამოკიდებულია ობიექტების ადგილმდებარეობაზე.
ყველაზე მოთხოვნადი ხინკალია, რაც გამომდინარეობს იქიდან რომ ძალზედ განსხვავებული და მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ჩვენთან სტუმარს აქვს შესაძლებლობა 14 განსხვავებული ხინკლის შექმნის და დაგემოვნების.
ვფიქრობ განსაკუთრებულ ადგილს ჩვენს მენიუში იკავებს ჩაქაფულის წვნიანი მინი საქონლის ხინკლებით, რომელიც მოთხოვნადია როგორც ქართველი ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის“, – განაცხადა სოფო ბუქურმა.
ცნობისთვის, “ხინკლის ფაბრიკის” პირველი ფილიალი ორბელიანის მოედანზე 2019 წელს გაიხსნა და დღეს, თბილისში ჯამში 4 ობიექტით არის წარმოდგენილი.