ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების ფონზე ქვეყნის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ფრენებისთვის დაიხურა.
„საზოგადოებას ვთხოვთ, რომ აეროპორტებში არ მივიდნენ“, – ნათქვამია ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
ასევე, სამინისტრო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციები დაიცვან.


