ირაკლი ქარქაშაძე: EURO2024-სთვის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ

irakli-qarqashadze

EURO2024-სთვის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები როგორც არსებული ფრენების გაზრდაზე, ასევე ახალი ჩარტერების დანიშვნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ჩვენ, იმ დღესვე, საბერძნეთი-საქართველოს მატჩის დასრულებისთანავე პირველი რაც აზრად მოგვივიდა იყო ის, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქუთაისის აეროპორტი გაზრდილ მოთხოვნას მზად შეხვდეს. ამ ეტაპზე ნაადრევია ლაპარაკი თუ რა შედეგებით შევხვდებით პირველ თამაშს. სიხშირეები ისედაც უკვე გაზრდილია და ვაცნობებთ ჩვენი ნაკრების ფანებს იმ დამატებითი რეისების შესახებ, რომლებიც აღნიშნულ თამაშებთან დაკავშირებით დაინიშნება. ასევე, ვგეგმავთ, რომ ქართულ ავიაკომპანიებთან ვაწარმოოთ ჩარტერებზე მოლაპარაკება და იყოს რაც შეიძლება მეტი. დარწმუნებული ვარ მთელ საქართველოს ენდომება ამ თამაშებზე დასწრება. შევეცდებით, რომ ის მოთხოვნა, რომელიც იარსებებს, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ – თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი” – საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ – საქართველო-პორტუგალია.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები