ირაკლი ქარქაშაძე  AUSTRIAN AIRLINES-ის მენეჯმენტს შეხვდა 

irakli karkashadze

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ორჰუსში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2024-ის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია Austrian Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ავიაკომპანიის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებსა და სამომავლო გეგმებს.   

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები