იმედი გვაქვს საქართველოში მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ

irakli-qarqashadze_w_h

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიოს უმსხვილეს  სამოგზაურო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე – WTM London-ზე პირველად მონაწილეობს. 44 წლის განმავლობაში, WTM London მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება. ყოველწლიურად, 3 დღის მანძილზე, 43 ათასზე მეტ ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს გლობალურ ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, ფორუმის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრები გაიმართა იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც როგორც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებენ, ასევე განიხილებიან პოტენციურ პარტნიორებად უახლოეს მომავალში. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, British Airways-თან, easyJet-თან და Edelweiss-თან, ასევე, სხვა მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის განმარტებით, ავიაკომპანიებთან განიხილეს 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის გეგმები, ისაუბრეს მგზავრთნაკადის ზრდასა და მის შენარჩუნების ტენდენციებზე. ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესების გზებს, ფრენების სიხშირეების გაზრდასა და საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებების დამატებას.

,,მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან წარმატებით მიმდინარეობს და საინტერესო ფორმატს იღებს. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ საქართველოს ავიაბაზარზე და უფრო მეტი ზრდა გვექნება როგორც მგზავრთნაკადის, ისე ფრენების რაოდენობის მხრივ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები