გუდაურში პრობლემები ნაწილობრივ მოწესრიგდა – GoodAura

goodaura

გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაწილობრივ მოწესრიგდა, თუმცა ისევ გამოწვევად რჩება, ტროტუარები და შიდა გზები, – ამის შესახებ Hotel GoodAura-ს მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კუტალიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. 

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემები ხელს უშლის ბიზნეს გარემოს განვითარებას. 

გაფართოებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ინვესტირებისთვის არასტაბილური გარემოა. მოთხოვნა გუდაურის მიმართ შემცირებულია. ზოგადად, ბიზნესის კუთხით კარგი მდგომარეობა არ არის.

გარდა ამისა, აუცილებელია გუდაურის შემოვლითი გზის არსებობა, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს ვფიქრობთ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობისა და გახსნის შემდეგ უფრო მეტი ტურისტი შემოვა და მდგომარეობა გამოსწორდება. ამჟამად, ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ, ინფრასტრუქტურული პრობლემებია“, – აცხადებს კუტალია.

მანვე აღნიშნა, რომ სასტუმრო ზამთრის სეზონზე 70%-მდე დატვირთულობას ელოდება. მისი თქმით, ჯავშნები ძირითადად, დსთ-ს ქვეყნებიდან არის.

ცნობისთვის, გუდაურში, Hotel GoodAura  2013 წლიდან ოპერირებს და 15 ნომერს მოიცავს.  

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები