საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის სათხილამურო კურორტებზე ფესტივალ „გიზ-გიზს“ აგრძელებს. ფესტივალს სვანეთის შემდგომ გუდაურმა უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში, გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ თავიანთი პროდუქტები. „გიზ-გიზის“ ფარგლებში სხვადასხვა გასართობი აქტივობები ჩატარდა, მუსიკალურ გაფორმებაზე ქართველმა დიჯეებმა იზრუნეს.
“გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას ხელს უწყობს. გუდაურში „გიზ-გიზი“ სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, მსოფლიო თასის ეტაპის დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიების პერიოდში ჩატარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.