GTI Alliance-ს წევრმა 221-მა კომპანიამ ₾5.3 მლნ-მდე იზარალა

GTI Alliance

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე ტურიზმის სექტორში დამდგარ შედეგებს აქვეყნებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტურიზმის სექტორმა ჯამში 5 281 604 ლარამდე იზარალა. 

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი ინტენსიურად ახორციელებს წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვას მიმდინარე კრიზისის ეფექტის შესასწავლად ტურიზმის სფეროში.

დეკემბრის თვის 2 კვირის ჭრილში ( 1-14 დეკემბერი, 2024 წელი) გამოიკითხა 221 ორგანიზაცია, 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი და საერთო ზარალმა ლარში 5 281 604 შეადგინა. 

ჯავშნების გაუქმების კოეფიციენტი:

  • გამოკითხულთა 34% აფიქსირებს 50% დან 80% მდე გაუქმებას
  • მიმდინარე გაყიდვების შემცირება: გამოკითხულთა 43 % აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50% დან 80% მდე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ,რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს რამდენიმე კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები