GNTA-მ სპარსეთის ყურის ქვეყნებში როუდშოუ გამართა

GNTA

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და 

საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ 

მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში  ღონისძიებები გამართა.

დუბაიში, რიადსა და ელ-ქუვეითში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 20-მდე ქართული კომპანია „როუშოუებში“ მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 50-მდე ადგილობრივი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. „როუდშოუების“ ფარგლებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების,  ზამთრის კურორტების, ასევე ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულების  შესახებ პრეზენტაციები მოეწყო.  

B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ  კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს  ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print