ხერთვისის ციხე

ხერთვისი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, მდინარეების _ ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე არის აღმართული.
სწორედ ციხის გეოგრაფიულ მდებარეობას უკავშირდება მისი სახელი.
ხერთვისის ციხე წყაროებში იხსენიება XI ს-დან. 1578-1829 წლებში ხერთვისის ციხე ოსმალური გარნიზონის სამყოფელი და ადმინისტრაციული ცენტრია.
ციხეს ატყვია მრავალგზის გადაკეთების (ქართული, რუსული, ოსმალური) კვალი.
ხერთვისის ციხე გამოირჩევა დიდი ფართობით და სათავსოების სიმრავლით. აქვს მიუდგომელი ციტადელი, კარის ეკლესია.
ციხე წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთიდან გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
																			
										Facebook									
																	
													
																			
										Twitter									
																	
													
																			
										LinkedIn									
																	
													 
				 
								