“გერმანიის მიმართულებაზე ფასები არის კატასტროფულად იმაზე ძვირი, ვიდრე სტანდარტულადაა, ეს მოსალოდნელი იყო – “ვოიაჟერ 365”

goga-qutsniashvili

გერმანიის მიმართულებით ავიაბელეთების ფასი ცვალებადია, თუმცა, გაზრდილია. შედეგად, გაზრდილია ტურების ფასიც.  როგორც” ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია „ვოიაჟერ 365“-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განუცხადა, გერმანიაში, კონკრეტულად კი დორტმუნდში თამაშზე დასწრება, ფრენა და ადგილზე სასტუმროში განთავსება მსურველს დაახლებით 4000 ლარიდან ზევით დაუჯდება. 

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის Wizz Air-ის ბილეთების ყიდვა ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით 1778 ლარი ღირს. თუმცა წუხელვე, როგორც კი საფეხბურთო მატჩი ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მომართვიანობა ერთბაშად გაიზარდა და ავიაბილეთის ფასი 1200 ლარი გახდა.

როგორც გოგა ქუცნიაშვილი აღნიშნავს, გერმანიის ტურებზე ფასი კიდევ შეიცვლება, მაგრამ ფიზიკური ხელმისაწვდომობა როგორც ავიაბილეთებზე,  ასევე მატჩის დასასწრებ  ბილეთებზეც მსურველებისთვის არ შეიზღუდება.

‘’ფასები არის კატასტროფულად იმაზე ძვირი, ვიდრე სტანდარტულადაა. ეს პრინციპში მოსალოდნელი იყო.  საქართველო რომც გამოირიცხოს, იმ ლოკაციის მიმართულებით, სადაც არ უნდა ტარდებოდეს ჩემპიონატი, ავიაბილეთების და სასტუმროების ტარიფი მკვეთრად ძვირდება. მით უმეტეს ახლა, როცა ქართული ფეხბურთის ისტორიაში დიდი მოვლენის მომსწრე გავხდით. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის  ფასი არ იქნება დამაბრკოლებელი. დიდი ხანია  საქართველო ელოდა ამ გამარჯვებას, განსაკუთრებით ქართველი ქომაგები, რომლებიც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები არიან.  აქედან გამომდინარე მაღალი აქტიურობაა და ბოლომდე ვეცდებით, რომ მოთხოვნა მიწოდებასთან შესაბამისი იყოს“, – განაცხადა გოგა ქუცნიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ – თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, ვოლკსპარშტადიონი” – საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ – საქართველო-პორტუგალია.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები