მოგზაურობას გეგმავ და ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტია, რომელ ტურისტულ კომპანიაზე შეაჩერო არჩევანი?
მაშინ, შენი ძიება აქ მთავრდება – „Georgian Prime Tours“ ზუსტად ის მეგზურია, სადაც შენი განუმეორებელი თავგადასავალი დაიწყება!
21 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში
Georgian Prime Tours -არის სოფიკო თევდორაძის ტურისტული კომპანია. სოფიკო თევდორაძე ცნობილია ტურიზმის სფეროში თავისი პროფესიონალიზმით.
🌍 მოგზაურობა იწყება სწორი არჩევანით – შეაჩერე არჩევანი Georgian Prime Tours -ზე და მიიღე მაღალი ხარისხის მომსახურება.
სოფიკო თევდორაძე: – ტურისტული კომპანია „Georgian Prime Tours“-ის დამფუძნებელი/დირექტორი, დოქტორი, პროფესორი:
– რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დააარსეთ „Georgian Prime Tours ?
„Georgian Prime Tours“-ის დაარსების მთავარი მიზეზი, ჩემი 21 წლიანი გამოცდილებაა ტურიზმის სფეროში და სურვილი, შემექმნა კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებით დაუვიწყარ ტურისტულ გამოცდილებას შესთავაზებდა ტურისტებს. კომპანია, რომელიც არა მხოლოდ კლასიკურ ტურებს, არამედ უნიკალურ მოგზაურობებსაც შესთავაზებდა მომხმარებელს.
გარდა ამისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ „Georgian Prime Tours“ -ი გახდეს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ნაწილი, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციაში და ტურისტებში ჩამოაყალიბოს ნდობა, რომ საქართველო არის საინტერესო და სტუმართმოყვარე ქვეყანა.
– რა მიდგომებით გამოირჩევა „“Georgian Prime Tours?”
„Georgian Prime Tours“ პირველ რიგში გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მრავალფეროვნებითა და უსაფრთხოებით, რაც ჩვენი მომხმარებლის კომფორტული და დაუვიწყარი მოგზაურობის გარანტია.
– ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება საუკეთესო ფასად.
– ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ სტანდარტულ, ყველასთვის ცნობილ ტურებს. „Georgian Prime Tours“ ქმნის სპეციალურად ტურისტზე მორგებულ ინდივიდუალურ მარშრუტებს, რომლებიც უპასუხებს ტურისტების ინტერესებსა და საჭიროებებს.
– რა არის თქვენი კომპანიის მთავარი ფასეულობები ?
ჩვენი კომპანიის მთავარი ფასეულობებია :
– ხარისხი – „Georgian Prime Tours“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალი ხარისხის მომსახურებას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ სანდო და გამოცდილ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტები.
– მომხმარებლის კმაყოფილება – ჩვენი ტურისტული შეთავაზებები მაქსიმალურად ეხმიანება ტურისტების მოლოდინებსა და საჭიროებებს. ვცდილობთ, რომ მათი ტურისტული გამოცდილება იყოს სრულყოფილი, თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი გათვალისწინებულია ტურში, რათა ჩვენმა ტურისტებმა თავი იგრძნონ განსაკუთრებულად და მიღებულმა მომსახურებამ გადააჭარბოს მათ მოლოდინს.
– რა ტურისტულ მომსახურებებს სთავაზობთ ტურისტებს და რომელი მიმართულებებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი ?
„Georgian Prime Tours “ გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას:
- ავიაბილეთებს
- სასტუმროებს
- სამოგზაურო დაზღვევას
- ტრანსფერს
ინდივიდუალურ ტურებს ნებისმიერი მიმართულებით:
- ევროპის ქვეყნები;
- საბერძნეთის კუნძულები;
- ეგვიპტე – შარმ ელ შეიხი;
- თურქეთი და თურქეთის საზღვაო კურორტები;
- ემირატები- დუბაი / აბუ დაბი;
- მალდივები
- კვიპროსი
ჯგუფურ ტურებს აზიასა და ევროპაში
დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებებია:
– თურქეთი – განსაკუთრებით სტამბოლი, ბოდრუმი და ანტალიას რეგიონი
– ევროპის ქვეყნები – იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი და პორტუგალია
– არაბთა გაერთიანებული საემიროები – დუბაი და აბუ-დაბი
– ეგვიპრე – შარმ ელ შეიხი
– კვიპროსი – აია ნაპა, ლარნაკა
– საბერძნეთი – კრეტა, მიკონოსი, ჰალკიდიკი
– როგორ აფასებთ დღეს ტურიზმის განვითარებას და რა მთავარი გამოწვევები დგას დარგის წინაშე?
ტურიზმი დღეს, ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიაა მთელ მსოფლიოში. ეს, წარმოუდგენლად სწრაფი და ცვალებადი სფერო, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს გახადო საკუთარი პროფესიული ცხოვრება სავსე ინოვაციურობითა და კრეატიულობით. თუმცა დარგის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევაა:
– ტექნოლოგიური ინოვაციები: ტექნოლოგიების განვითარება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობა, სმარტფონებისა და სოციალური მედიის გავრცელება, სწრაფად ცვლის ტურისტების მოთხოვნებს, რაც ტურისტული კომპანიების მხრიდან მოითხოვს ახალი მიდგომების დანერგვას. შესაბამისად, ისინი უნდა იყვნენ მოქნილები და ადაპტირდნენ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე.
– მდგრადობა: ტურიზმის მდგრადობის საკითხები უფრო მეტად აქტუალური გახდა, რადგან ტურიზმი ხშირად ახდენს მავნე ზეგავლენას ეკოსისტემებზე და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებაზე. მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ცდილობს დააკმაყოფილოს მდგრადი ტურიზმის პრინციპები, რაც ნიშნავს, რომ ტურისტული განვითარება უნდა იყოს დაბალანსებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებთან.
– უსაფრთხოება: მსოფლიოს ბევრი რეგიონი კვლავაც განიცდის უსაფრთხოების საკითხებს, რაც გავლენას ახდენს ტურიზმის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა, დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საერთაშორისო ტურისტების გადაწყვეტილებებზე.
– მომსახურების ხარისხი – ტურიზმი მოითხოვს მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევას, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელია ტურიზმის დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და გამოცდილების გარეშე. პროფესიონალიზმი, განათლება და პრაქტიკული გამოცდილება არის მყარი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას და მომხმარებელთა კმაყოფილებას. მაღალი ხარისხის მომსახურება არა მხოლოდ ტურისტების მოთხოვნებს უპასუხებს, არამედ ქმნის დადებით გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს კომპანიების სანდოობასა და კონკურენტუნარიანობას.
– თქვენ ხართ ტურიზმის დარგის სპეციალისტი, პროფესორი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი. როგორ დაგეხმარებათ თქვენი 21 წლიანი გამოცდილება „Georgian Prime Tours“-ის განვითარებაში?
-ჩემი, როგორც ტურიზმის დარგის სპეციალისტის, მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს „Georgian Prime Tours“-ის განვითარებაში. ტურიზმის ტენდენციების მუდმივი კვლევა და ანალიზი მაძლევს შესაძლებლობას, შევიმუშაო მომხმარებელზე მორგებული, ინოვაციური ტურისტული პროდუქტები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებზეა მორგებული და ქმნიან უნიკალურ ტურისტულ გამოცდილებას მოგზაურებისთვის.
გრძელვადიანი მუშაობა ტურიზმის განათლებასა და კვლევებში მაძლევს საშუალებას, „Georgian Prime Tours“-ს შევთავაზო ეფექტური და მდგრადი ბიზნეს-მოდელი, რომელიც იქნება არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის მომსახურების მქონე და გლობალური ტურისტული ტენდენციების შესაბამისი.
განსაკუთრებით საამაყოა, რომ წლების განმავლობაში ბევრი სტუდენტი მყავს აღზრდილი ტურიზმის სფეროში, რომლებიც დღეს „Georgian Prime Tours”-ის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. მათი პროფესიონალიზმი, ენთუზიაზმი და ინოვაციური ხედვა კომპანიის საქმიანობას ახალი ენერგიითა და თანამედროვე მიდგომებით ავსებს. როგორც მათი მენტორი და პროფესორი, მათთან ერთად ვანვითარებ ახალ პროექტებსა და სტრატეგიებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს კომპანიას და მის პოზიციებს თანამედროვე ტურისტულ ინდუსტრიაში.
ავტორი: შორენა მერკვილაძე