FOOD & WINE FEST TBILISI
ბათუმში განხორციელებული წარმატებული ფესტივალის შემდეგ, Food & Wine Fest ამჯერად დედაქალაქში ინაცვლებს!
ადგილი: თბილისი, მთაწმინდის პარკი
თარიღი: 2025 წლის 26, 27 და 28 სექტემბერი
ბათუმის შემდეგ, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საქართველოს კულტურის ცენტრისა და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით, ეს გრანდიოზული ღვინისა და კულინარიის ზეიმი თბილისში გრძელდება!
FOOD & WINE FEST TBILISI კვლავ აერთიანებს ღვინის, კულინარიისა და კულტურის საუკეთესო ტრადიციებს! 26-28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკის უნიკალურ სივრცეში, ჩვენ ვუმასპინძლებთ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმრებს სამ დღიან დაუვიწყარ გამოცდილებაში, სადაც გელოდებათ:
მუსიკალური წარმოდგენები;
ღვინის დეგუსტაციები (როგორც ტრადიციული, ასევე ექსპერიმენტული ნიმუშები);
მრავალფეროვანი კულინარიული ნაირსახეობები (ქართული და საერთაშორისო სამზარეულო);
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
მასტერ-კლასები წამყვანი შეფ-მზარეულებისა და სომელიეებისგან.
ფესტივალის მისია:
FOOD & WINE FEST TBILISI არის ხიდი ტრადიციებსა და თანამედროვე ტენდენციებს შორის! ჩვენი მიზანია:
საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო კულინარიულ-ღვინის რუკაზე;
ქართული ღვინის 8,000-წლიანი მემკვიდრეობის პოპულარიზაცია;
ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა.