ევროპის ჩემპიონატისთვის დანიშნულ ჩარტერულ რეისებზე ბილეთების ფასები €295-დან- Georgian Airways

airzena

“ჯორჯიან ეარვეისი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

“ძვირფასო მგზავრებო! 13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე.  ბილეთის ფასი: 295 ევროდან.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით: თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს); თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს); თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).  პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

 ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში.www.georgian-airways.com გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.  ერთად ვუგულშატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!,”-აღნიშნულია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები