საქართველოში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 438,414 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 3.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩეოდნენ შემდეგი ქვეყნები:
გერმანია – 78,644 საერთაშორისო ვიზიტი, 2023 წელთან ზრდა – 14.3%
გაერთიანებული სამეფო – 32,372 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 5.3%
საფრანგეთი – 28,302 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 20.2%
საბერძნეთი – 27,557 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 21.3%
იტალია -19,895 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 24.6%
ნიდერლანდები – 18,759 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 26.7%
ესპანეთი 14,735 საერთაშორისო ვიზიტი, ზრდა – 13.8%.