Eurowings – ი თბილისში გერმანიის 3 ქალაქიდან იფრენს

Eurowings Holidays

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას გერმანიის სამი ქალაქიდან განახორციელებს.

2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რეისებს შეასრულებს დიუსელდორფიდან, ბერლინიდან და შტუტგარტიდან.​

ირკვევა, რომ Eurowings-ი დიუსელდორფიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს, ბერლინიდან 1 სიხშირით, ხოლო ​შტუტგარტიდან 2 სიხშირით.

Eurowings GmbH არის გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც ბაზირებულიადიუსელდორფის აეროპორტში.

ის საავიაციო ჰოლდინგის Lufthansa Group-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები