ერევანი – ბათუმის მატარებლის მოძრაობა 14 ივნისს დაიწყება

erevani-batumi

ერევანი-ბათუმი- ერევანის სამგზავრო მატარებელი რეისებს  14 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით,  აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის  შესახებ  სს „საქართველოს რკინიგზამ“  ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.

“შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად- 1  ოქტომბრამდე შესრულდება.  

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს”- აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის”მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები