Okatse (Kinchkha) Waterfall Natural Monument

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხას მიდამოები, 843 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 29.738 E42 33.032

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა – 3 სთ და 30 წთ;
ქ. ხონი – სოფ. კინჩხა – 26 კმ; ხანგრძლივობა – 40 წთ;
სოფ. გორდი, ოკაცეს  კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი – სოფ. კინჩხა – 5 კმ; ხანგრძლივობა – 15 წთ;
სოფ. კინჩხა – ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  – 2,1 კმ; ხანგრძლივობა – 25 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

Facebook
Twitter
LinkedIn

Subscribe and get news