2024 წელს დაცულ ტერიტორიებზე ბილიკების სიგრძე 223 კმ-ით გაიზარდა და 2 271 კმ შეადგინა. დღეისთვის საქართველოს 100 დაცულ ტერიტორიაზე ჯამში კეთილმოწყობილია 111 სხვადასხვა სირთულის ბილიკი.
ახალი ბილიკები მოეწყო ოთხ დაცულ ტერიტორიაზე:
• ერუშეთის ეროვნულ პარკში – 7 ბილიკი (115 კმ)
• ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე – 1 ბილიკი (54 კმ)
• კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ბილიკი (27 კმ)
• მტირალას ეროვნულ პარკში – 1 ბილიკი (27 კმ)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ბილიკები აღჭურვილია თანამედროვე თანმდევი ინფრასტრუქტურით: ტურისტული თავშესაფრებით, მანიშნებლებით, საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, დაცული ტერიტორიები მოგზაურებს მეტად უსაფრთხო, კომფორტულ და მიმზიდველ გარემოს სთავაზობს, რაც ვიზიტორთა ინტერესისა და რაოდენობის ზრდაზეც აისახება.