ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი

egnate ninoshvilis saxl muzeumi

ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ზუსტად ის ადგილია, რომელიც მუდამ საზოგადოების განვითარების სამსახურშია.

egnate ninoshvilis saxl muzeumi
ეგნატე ნინოშვილის სახლმუშეუმი

ეს საოცარი მუზეუმი განათლების მიზნით და ასევე ვიზიტორთა ვიზუალური სიამოვნებისთვის, ინახავს და გამოჰფენს საოცარი მწერლის შემოქმედებას, აგრეთვე მისი გარემოს აღმწერ ფაქტებზე არსებულ მნიშვნელოვან მასალას.

მუზეუმი მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში, და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

-ოფიციალურად გაიხსნა 1950 წლის 18 იანვარს ცნობილი ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის პატივსაცემად. მუზეუმი შედგება ოთხი საგამოფენო დარბაზისაგან. ამჟამად დაცულია 6 ათასამდე ექსპონატი.

egnate ninoshvilis saxl muzeumi
ეგნატე ნინოშვილის სახლმუშეუმი

-მუზეუმი განთავსებულია გურული ტიპის ოდა-სახლში. სახლი აგებულია წაბლის ხის მასალისაგან, ერთსართულიანია, შემდგარია ქვის ბოკონებზე, შენობას ამშვენებს რიკულებიანი აივნები ხის კიბით, რაც ასევე დამატებით ვიზიალურ ელფერს სძენს. სახლს გარშემო აკრავს ნაკრძალი ტყე, ასწლოვანი ხეებით, საერთო ფართობით 7 ჰექტრამდე.

წლის ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ვიზიტორთა მიღება: 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print