დუბაიში საჰაერო ტაქსებით რეისები 2027 წლიდან დაიწყება

sahaero taqsebi

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაისა და რას-ელ-ხაიმას შორის საჰაერო ტაქსების (Air Taxi) რეისები 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ კომპანია Joby Aviation-მა განაცხადა.

თუ დღეს ერთი ემირატიდან მეორეში ავტომობილით მგზავრობა ერთ საათზე მეტს მოითხოვს, ორ წელიწადში ეს დრო 15 წუთამდე შემცირდება.

ახალი სატრანსპორტო სერვისის გაშვებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს რას-ელ-ხაიმას ტრანსპორტის სამმართველომ (RAKTA), Joby Aviation-მა და Skyports Infrastructure-მა.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება:

პირველი ეტაპი: საჰაერო ტაქსის მარშრუტი დააკავშირებს დუბაის საერთაშორისო აეროპორტს და ალ მარჯანის კუნძულს, სადაც ამჟამად Wynn Resorts-ის კურორტი შენდება.

მეორე ეტაპი: ტაქსები დაიწყებენ ფრენას ჯებელ ჯეისის მთაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მაღალი წერტილია.

Joby Aviation ასევე გეგმავს რას-ელ-ხაიმას ემირატის შიდა საჰაერო ტაქსის სერვისის გაშვებას.

პროექტი რას-ელ-ხაიმას მობილობის 2030 წლის კომპლექსური გეგმის ნაწილი გახდება და მიზნად ისახავს მაცხოვრებლებისა და ტურისტებისთვის სწრაფი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გადაზიდვების უზრუნველყოფას.

Joby-ის საჰაერო ტაქსები:

გადაჰყავს ერთი პილოტი და ოთხი მგზავრი.

ავითარებს სიჩქარეს 321 კმ/სთ-მდე.

არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ვინაიდან ელექტროძრავებზე მუშაობს.

avianews.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print