მთის დღეები 2024-ის ჩასატარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3.8 მლნ ლარი გამოიყო.
ღონისძიება, რომელიც უკვე 4 წელია იმართება, თუშეთში 13 ივლისს დაიწყება და ლეჩხუმში 20 ივლისს დასრულდება.
განრიგი კი, შემდეგია:
- თუშეთი, ომალო – 13 ივლისი
- სვანეთი, უღვირის ტბა – 13 ივლისი
- ყაზბეგი, ელიას ტყის მიმდებარედ – 13 ივლისი
- ხევსურეთი, შატილი – 13 ივლისი
- გურია, ბახმარო – 20 ივლისი
- აჭარა, გოდერძი – 20 ივლისი
- ლეჩხუმი, ცაგერი – 20 ივლისი
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცნობით, ფესტივალი სხვადასხვა სანახაობას შესთავაზებს სტუმრებს, მათ შორის, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვას, ტრადიციული კერძების დეგუსტაციას, შემეცნებით – გასართობ თამაშებს და შეჯიბრებებს.