დელისა და მუმბაიში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა

deli da mumbai

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთის ქალაქებში, დელისა და მუმბაის ცენტრალურ მოედნებზე, საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.

ინდოეთიდან საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებისა და მაღალმხარჯველი ტურისტული ჯგუფების მოსაზიდად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ინდურ კომპანიასთან Think Strawberries ერთად მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

კამპანია მოიცავს პრეზენტაციებს,  ე.წ. როუდ შოუებს, B2B შეხვედრებს,  ციფრულ და გარე რეკლამას. ბეჭდურ და ციფრულ პრემიუმ გამომცემლობებში კი საქართველოს შესახებ სტატიები იბეჭდება.

კამპანია მოიცავს რეკლამასა და ვიდეორგოლებს  სოციალურ მედიასა და საინფორმაციო აპლიკაციებში. 

კამპანიის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში მსხვილი ტურისტული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოში საქმიანი ტურისტული ღონისძიებების ჩატარება.  

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები