დამსვენებლების 70% ადგილობრივი ტურისტები არიან-ლალო

sastumro lalo

დაბა აბასთუმანში მდებარე სასტუმრო  ‘’ლალოს“  მენეჯერი თორნიკე აბუსერიძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კურორტზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის დატვირთულობა, წინა წელთან შედარებით,  30%-ით გაზრდილია.

სასტუმრო 2023 წელს გაიხსნა და  პირველსავე სეზონზე დაახლოებით 30-40%-მდე დატვირთვით  იმუშავა.

თორნიკე აბუსერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასტუმროს დამსვენებლების ძირითადი ნაწილი შიდა ტურისტები არიან. რაც შეეხება უცხოურ სეგმენტს, ჯავშნები  როგორც აზიის, ასევე ევროპული ქვეყნებიდან კეთდება.

აბუსერიძის თქმით,  ვიზიტორების მცირე ნაწილი სასტუმროს ჩინეთიდან სტუმრობს. მოლოდინია, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და უვიზო მიმოსვლის დაწესების  დადებითი ეფექტი ტურისტულ ნაკადებზეც აისახება.

‘’წინა წელთან შედარებით, აბასთუმანში საკმაოდ აქტიური სეზონია. ამ ზაფხულს ველოდებით, რომ სასტუმრო 80%-მდე  დაიტვირთება. ძირითადად დასვენება-შემეცნებითი ტურები სჭარბობს, რასაც ხელს უწყობს აბასთუმნის ობსერვატორია, კლიმატი და არაჩვეულებრივი ბუნება, რითაც კურორტი  ინტერესს ყოველთვის იწვევდა. აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, ჯავშნებზე ესეც გავლენას ახდენს“, – აცხადებს თორნიკე აბუსერიძე.

“ლალოს“ მენეჯერი აბასთუმნის ტურისტულ პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კურორტზე ყველა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქვეყნის და რეგიონალური მასშტაბითაც, საუკეთესო ეკოტურისტული ადგილი  გახდეს.

როგორც ცნობილია, აბასთუმნის რესტავრაცია 2019 წლიდან მიმდინარეობს. განახლებული კურორტი ტურისტების სრულად მიღებას 2025 წლის ზაფხულისთვის შეძლებს.

აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წელს დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები