დამბალხაჭო და კალტი – მეომრების საგზალი

ana mikadze chikvaidze

დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) ობით დაფარული ოქროსფერგულიანი პატარა კვერია. მას ძველთაგანვე ამზადებდნენ ფშავსა და თიანეთში. უგემრიელეს ყველის ბურთულებს, ფშაველებმა ჯადოსნური თვისებებიც შენიშნეს, ამიტომაც, ომში მიმავალ ფშაველებს, საგზლად დამბალხაჭოსაც ატანდნენ…

რატომ?      

 ამ ამბავს travelnews.ge -ს ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უამბობს:

– იმის გამო, რომ ტრანსპორტირებადია, პატარა ყველის კვერიებია. დამბალხაჭოს და თუშურ კალტს, სველსაც და ხმელსაც, მართლა ატანდნენ ომში მეომრებს. ორივეს “მწყემსების ცოცხალ აფთიაქს” ეძახიან, რადგან ლიციდების ჯგუფის ანტივირუსული ნივთიერებებით არის გატენილი და გაცივებისგან, ვირუსებისგანაც კი იცავს. შვილიც რომ მოუნათლო მწყემსს, არ მოგცემს სველ კალტს, იმდენად სჭირდება თავისი ჯანმრთელობისთვის. მეცხვარეს, რომელიც სველ კალტს სვამს, გაცივება არ ემუქრება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული ყველ-პროდუქტების სამედიცინო მიმართულება, ამიტომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გამოსაკვლევი.

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები