დაცული ტერიტორიების პირველ ადგილზე პრომეთეს მღვიმეა

prometes mgvime

ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან წელს პირველ ადგილს პრომეთეს მღვიმე იკავებს, სადაც დაახლოებით, უკვე 100 000 ვიზიტორია მისული, – ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა გადაცემაში “ბიზნესი რუსთავი 2” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შარშან მარტვილის კანიონი ლიდერობდა.

“წელს ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მარტვილისა და წალკის კანიონები, მტირალას ეროვნული პარკი და ა.შ. ძირითადად, პირველი 5-ეული ერთი და იგივე დაცული ტერიტორიები გვხვდება ხოლმე. ვიზიტორთა ნაკადები, აღნიშნულ 5 დაცულ ტერიტორიაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს დაახლოებით 21%-ითა არის გაზრდილი.  

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ნაკადები გადავათამაშოთ, ანუ შევქმნათ სხვა მიზიდულობის წერტილებიც, რათა უფრო მეტი ადგილების დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდეთ ვიზიტორებს. სწორედ აქედან გამომდინარე, წელს სრულდება ბილიკების ქსელის პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი უპრეცედენტო პროექტი საქართველოს ისტორიაში. ეს გულისხმობს 15 დაცულ ტერიტორიაზე 1200 კმ-იანი ბილიკების ქსელს. ვიზიტორებს ვურჩევთ ზაფხულის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობას”, – აცხადებს თამარ ხახიშვილი.

ცნობისთვის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია – 2023 წელს 1 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიმდინარე წელს, 4 თვეში თითქმის 124 000 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები