AZAL-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Azal Airlines

აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ი  (AZAL) მგზავრებს ზაფხულის ფრენების განრიგის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას სთავაზობს. 28 აპრილიდან ავიაკომპანიამ ტივატის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო, ხოლო 2 მაისიდან – ბათუმის მიმართულებით იწყებს რეისებს.

AZAL-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოპულარულ კურორტებზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: მონტენეგროს ქალაქ ტივატის მიმართულებით – ორშაბათს და ხუთშაბათს და საქართველოს ქალაქ შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში – პარასკევს და კვირას.

გახადეთ თქვენი ზაფხული უფრო დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი – აღმოაჩინეთ ტივატისა და ბათუმის სანაპირო ქალაქები AZAL-თან ერთად.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე www.azal.az, ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე ავიაკომპანიის ავიაბილეთების სალაროებსა და აკრედიტებულ სააგენტოებში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები