ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ფასები დასტაბილურდება

axali aeroporti

ტურიზმისა და ავიაციის სფეროში კონკურენცია გაიზრდება, ქვეყანაში ახალი ავიაკომპანიები შემოვლენ და ფასებიც დასტაბილურდება – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორთან”  Go Tour-ის დირექტორმა ნინო წიკლაურმა მთავრობის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ცნობილია, მთავრობა დედაქალაქში ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს. 

“თბილისიდან რაც მეტი ბიუჯეტური ავიაკომპანია იფრენს, ან თუნდაც არა ბიუჯეტური, უბრალოდ კონკურენციის პირობებში დასტაბილურებული ფასებით, ეგ ძალიან გაამარტივებს როგორც ჩვენი მოგზაურების გასვლას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემომყვანი კუთხით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უცხოელი, თუნდაც – პირობითად ევროპელი, ამჯობინებს გადაფრინდეს 10 და 15 ევროდ გვერდითა ქვეყანაში, ვიდრე გადაიხადოს 300-400 ევრო და ჩამოვიდეს საქართველოში.

ამიტომ, ახალი აეროპორტის არსებობა ხელს შეუწყობს ტურისტების უფრო მეტად მოზიდვას ისეთი ბაზრებიდან, საიდანაც არ გვაქვს, ამ ეტაპზე, ძალიან დიდი მოთხოვნა“, – განმარტა ნინო წიკლაურმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავარი აეროპორტი ვაზიანში აშენდება, მისი მშენებლობა ჯამურად 1,2 მილიარდი დოლარი დაჯდება. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ახალი აეროპორტიდან ფრენების განხორციელება 2028 წლის ბოლოდან დაიწყება. აეროპორტს 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა ექნება.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები